ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ვალერი არღუთაშვილმა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მოიპოვა.
სტიპენდიის ფარგლებში ვალერი არღუთაშვილი გერმანიაში, იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევას- ,,აგროტურიზმის სექტორში მეწარმეობის გერმანული გამოცდილების დანერგვის შესახებ საქართველოში“.